Friday, November 16, 2018

დღე 8

რეფლექსია
დღეს ჩვენ მიერ შექმნილი ბლოგი  უფრო სრულყოფილი გავხადეთ, დავამატეთ გაჯეტები,  დავამატეთ მეგობრების ბლოგები ჩვენს ბლოგზე, გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს და  თუ რამე გვქონდა გამორჩენილი, ჩავამატეთ, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის სრულყოფაზე და  მოვნიშნეთ საჭირო რესურსები. დავალებად მივიღეთ, რომ დავასრულოთ ყველაფერი რაც დაგვრჩა დასასრულებელი.

Sunday, November 11, 2018

დღე 7

რეფლექსია
დღეს განვიხილეთ კოლეგების გეგმები.  ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის ჩექლისტის შედგენა, შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის სავარაუდო ნიმუში., რომელიც სახლში უნდა დავასრულოთ. განვათავსეთ ეს ყველაფერი ჩვენს პორთფოლიოში. მივიღეთ დავალებები, წავიკითხოთ და გავაანალიზოთ მოდული 4 და მოდული 5.  შევქმნათ შეფასების რუბრიკები(პრეზენტაციის).

Saturday, November 10, 2018

დღე 6

რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ სხვადასხვა საძიებო ქსელში ინფორმაციის მოძიება, მისი ჩაშენება პროექტის გეგმაში, ასევე youtube.com-ში  მოვიძიეთ ვიდეოები და ჩვენს ბლოგებზე განვათავსეთ.გავიგეთ google draive-ის ახალი ფუნქციების შესახებ და გავაკეთეთ google forms ფომატის ფაილი. რაც ძალიან სახალისო და საინტერესოა. მივიღეთ საშინაო დავალება, რომ სახლში გავაკეთოთ მსგავსი ფაილი, რომელიც ჩვენი პროექტისთვის იქნება საჭირო.

თოლია ჯონათან ლივინგსტონი

Friday, November 9, 2018

დღე 5

რეფლექსია
ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის გეგმებზე, მასწავლებლებმა წარადგინეს საკუთარი პროექტების გეგმები,  ვისწავლეთ პრეზენტაციების აწყობა google slide-ში, შევქმენით ჩვენი პროექტების პრეზენტაციები.  ვისწავლეთ link-ის  ჩაშენება, დავამატეთ ბლოგზე ჩვენი პორტფოლიოები და საშინაო დავალებად მივიღეტ დავასრულოთ ჩვენი პრეზენტაციები.

დღე 4

რეფლექსია
სამუშო დღე დავიწყეთ საშინაო დავალების წარდგენით, სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავეცანით შეფასების ინსტრუმენტებს და შევავსეთ პროექტის გეგმაში შეფასების გრაფები. დავამატეთ ბლოგში გვერდი "ჩემს შესახებ". საშინაო დავალება-როგორ განვახორციელებთ შეფასებას.

Saturday, November 3, 2018

დღე 3

რეფლექსია
 გავეცანით ბუკლეტის შაბლონებს და შევავსეთ ბუკლეტები, ვისწავლეთ როგორ გავაფორმოთ ბუკლეტები. ვისწავლეთ, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. გავეცანით პრეზენტაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მივიღეთ საშინაო დავალება , რომ სახლში დავამუშაოთ ეს კითხვები და  ჩავწეროთ პროექტის გეგმაში.